вторник, 25 мая 2010 г.

პროექტის დასახელება:"მომავალი მწვანეში"
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეების მიერ სკოლაში შეიქმნება სანერგე,რომელსაც მოუვლიან და პერიოდულად განაახლებენ.
პროექტის სრული აღწერა:ჩვენი ქალაქის სახელი "ტყიბული"წარმოდგება ტოპონიმიდან "ტყის გული"მთაგორიანი ტერიტორიაა და ტყეში ჩაფლულიც იყო მე–20საუკუნისბოლომდე. გათბობის მიზნით ადამიანებმა დაიწყეს ხეების ჭრა განურჩევლად ხის ჯიშისა და ვარგისიანობისა. ამას დაერთო ხე–ტყით ინტენსიური ვაჭრობა. შექმნილმა მდგომარეობამ გადაგვაწყვეტინა ჩვენი წვლილი შეგვეტანა მშობლიური ქალაქის გამწვანებაში, ამიტომ მიზნად დავისახეთ სანერგეს შექმნა, პერიოდულად გადარგვა, ნერგების რეალიზაცია სანერგეს განახლების მიზნით, ჩავრთოთ უფროსები , თანატოლები და უმცროსკლასელები გამწვანების საქმეში.
მონაწილეთა ასაკი:16წელი
ვადები:2008 წლის 30 მარტი–აპრილი
აქტივობები:ტერიტორიის გასუფთავება,მომზადება ნერგების დარგვისთვის .
ტერიტორიის შემოღობვა,ნერგების შეძენა,დარგვა,მოსწავლეთა ჩართვა მიმდინარე სამუშაოებში.
შედეგები:სკოლაში შეიქმნება სანერგე, მოსწავლეებში ამაღლდება ეკოლოგიური ეთიკა,
მოხდება ნერგების რეალიზაცია და მუდმივად განაზლდება სანერგე ჩვენი სკოლა ჩაერთვება ქალაქის გამწვანების პროცესში.
პროექტსი მონაწილეთა გარდა ჩაერთვება სკოლის მოსწავლეები, რეალიზაცია მოხდება ქალაქის სხვა სკოლებსა და დაწესებულებებში, მაგალითი იქნება ყველასთვის,შეიქმნება უწყვეტი ჯაჭვი გამწვანების პროცესში: სკოლები, ხელისუფლება , დაწესებულებები.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან კავშირი:ბიოლოგია, გეოგრაფია
პროექტის ავტორი:ნანა მაისურაძე